დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი ცუცქირიძე - შეზღუდვების დაწესება არც ერთი მთავრობის თვითმიზანს არ წარმოადგენს 24.01.2021 16:36

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების დაწესება არც ერთი მთავრობის თვითმიზანს არ წარმოადგენს. ეს არის თავისებური პრევენცია და ფასიც რასაც ვიხდით, რათა არ გავხდეთ იძულებული, სრულმასშტაბიანი ჩაკეტვის გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ქვეყნის ეკონომიკას ყველაზე უფრო დააზარალებს. კვების მომსახურება და რესტორნები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, დისტანცირების ზომების მოშლის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ისევე როგორც ტრანსპორტი და განათლება როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო მიეკუთვნება საშუალოზე მაღალი რისკის ჯგუფს, და განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მეორეს მხრივ, რამდენადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან და დამოკიდებულია მგზავრობის ღირებულებასა და სუბსიდიებზე, შემოსავლის დაკარგვა გარდაუვალია. გარდა შემოსავლის დაკარგვისა, სატრანსპორტო საშუალებებისა და დამხმარე მოწყობილობების ხშირ დეზინფექციასთან ან მატარებლების მოძრაობის სიხშირის ზრდასთან დაკავშირებული ფასების მომატება შეიძლება იყოს დამატებითი ფინანსური ტვირთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიებისთვის და მეორეს მხრივ, მოსახლეობისათვის რაც სამწუხაროდ ჩვენთან ტაქსების მიერ ფასის ზრდაში უკვე აისახა.
ვირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური გავლენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორზე სავარაუდოდ მძიმე იქნება ყველგან და არა მხოლოდ ჩვენთან! არც ერთ ქვეყანას არ ქონია რაიმე მკაცრად გაწერილი საშუალო ან გრძელვადიანი რეალური სამოქმედო გეგმა. ამის შედეგია, რომ პანდემია ახლა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პირველი ლოქდაუნისას იყო. ამ ვერაგი ვირუსული ინფექციის მორიგი აფეთქებების შეჩერების ყველაზე ეფექტურ საშუალებად ამიტომაც მიიჩნევა ვაქცინაცია და შედარებით გრძელვადიანი სტრატეგიაც ამაზეა აგებული. ისეთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებშიც კი, როგორიც საფრანგეთი, გერმანია ან ისრაელია, შეზღუდვები არა თუ განახლდა, არამედ მესამე ლოქდაუნზეც კი გადიან. უკვე მოქმედებს შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა საღამოს საათებში, 9 საათის შემდეგ.
საგანგებო მდგომარეობის დაწესება, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხერხდეს საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდება და შეზღუდვების გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზიც ეგ არის, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, რაც არის ყველზე დიდი რისკის მატარებელი, როგორც სოციალური, ისე უმუშევრობის ზრდის თვალსაზრისით. აქედანაც ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ვაქცინაციამდე მხარს უჭერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოკლე და მკვეთრ ზომებს. ნიშანდობლივია, რომ მეორე ტალღის შემოტევისას, გასული წლის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მკაცრი შეზღუდვებისათვის, გასული წლის ბოლოს უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკები პრაქტიკულად ჩაიკეტა. ოქტომბრის ბოლოს, ჩრდილოეთ ირლანდიამ გასცა სკოლების დაკეტვის ბრძანება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ასევე აკრძალული იყო, საზოგადოებრივი თავშეყრა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, დაიხურა ბიზნესთა უმეტესობა, მათ შორის ბარები და რესტორნები.
ეპიდემიოლოგები მარტის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი ე.წ. „ბრიტანული“ შტამის უფრო მეტად გავრცელებაზე საუბრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ესპანეთი შესაძლოა სრულ „ლოქდაუნამდეც“ კი მიიყვანოს. 25 იანვრიდან მადრიდში და ბასკეთში ახალი შეზღუდვები დაწესდება. მადრიდში კომენდანტი საათი 22:00 საათზე დაიწყება, ყველა კომერციული სივრცე კი 21:00 საათზე დაიხურება. საოჯახო შეკრებებზეც რეგულაციები წესდება. შეზღუდვები კი 2 კვირის მანძილზე იმოქმედებს. ბასკეთში 252 მუნიციპალიტეტი დაიხურება. შეკრებაზე 4 კაციანი შეზღუდვა წესდება. საკვები ობიექტები 20:00 საათზე დაიხურება. შეზღუდვები აქ 20 დღის მანძილზე იმოქმედებს.
კარანტინი გაამკაცრეს ნორვეგიაშიც, რომლის მთავრობაც თავს იკავებდა შეზღუდვებისაგან. ოსლოსა და კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა, დაიხურება. ამასთან, სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლაზე გადავა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაც შეზღუდვების ნაწილის მარტამდე გახანგრძლივებაზე დიდწილად სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება და არა რაიმე გეგმის არ ქონით, რისი ბრალდებაც ოპონენტების მხრიდან ისმის. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ტრანსპორტის გახსნაზე მარტში, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას მთვარობასთან ერთად სატრანსპორტო კომპანიები და მათი ინტერესების დამცავი ასოციაციებიც თანაბრად ინაწილებენ, როგორც ტესტირების, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერის(თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია ინფიცირების რისკთან დაკავშირებით) მიმართ. გარდა ამისა, თანამშრომლები უნდა დატრენინგდნენ, რათა იცოდნენ თუ როგორც ეკონტაქტონ მგზავრებს და რა საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეთ მათ დამოკიდებულებაზე ვირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების მიმართ , რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილონ ინფიცირება და თუ როგორ არასაკმარისი იყო ეს კონტროლი, და არა მხოლოდ ტრანსპორტზე, ზაფხულშიც კარგად გამოჩნდა.
ზოგადად ამ თემის ირგვლივ ასეთი სპეკულაციები, მთავრობაზე მედია შეტევა და პოლიტიზირება, მით უმეტეს რევოლუციურ სცენარებთან ასოცირება, არსად არ ხდება, რაც ქართული პოლიტიკური კლასის წმინდა მერკანტილურ ინტერესებზე, პოპულისტურ და ასოციალურ მიდგომებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, თორემ ევროპაში იგივე სარესტორნო და გასართობი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვები მათ ბიზნესს დიდ ზიანს მიაყენებს და ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ