დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ირაკლი ქადაგიშვილი - არ მუშაობენ, ეწევიან პოლიტიკურ პარაზიტიზმს და არც რევოლუციის მოწყობის თავი აქვთ 24.01.2021 16:41

არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები იმიტომ, რომ არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა დღეს საქართველოში. ისინი გარკვეულწილად პოლიტიკურ პარაზიტიზმს ეწევიან , - ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, როცა მან ქვეყანაში რევოლუციის სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. ქადაგიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს პატივის სცეს ამომრჩეველთა ნებას და ხელისუფლებასთან ოპონირება პარლამენტში, ცივილურ გარემოში გააგრძელონ.

 

„მათ ურჩევიათ თავისი სამუშაო გააკეთონ, არ მუშაობენ, ისინი გარკვეულწილად ეწევიან პოლიტიკურ პარაზიტიზმს, რისთვისაც მათ ხალხმა ხმა მისცა რომ პარლამენტში შესულიყვნენ ემუშავათ, ამას არ აკეთებენ, არც რევოლუციის მოწყობის თავი არ აქვთ. იმედი აქვთ, რომ ხალხი რამენაირად წინ წავა და ესენი უკან გაყვებიან, ასე არ გამოვა. ეს არი არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. თუ რამის გამკეთებლები არიან, თუ რამე ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ შემოვიდნენ პარლამენტში, სადაც ხალხმა მათ ადგილი მიუჩინა თავისი ხმების მიცემით და იქ იმუშაონ და იქ გამოთქვან თავიანთი აზრი, თავიანთი უკეთესი წინადადება თუ რამე გააჩნიათ და თავიაანთი უკეთესი შემოთავაზება გააკეთონ, ან მთვარობას, ან უმრავლესობას მიუთითონ რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, მაგრამ მათ ამის ხედვა არ გააჩნიათ, ამიტომ ისევ უნდათ, რომ რამენაირად ჩვეულებრივი მოსახლეობა გაიგდონ წინ და თვითონ უკან გაყვნენ. არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები იმიტომ, რომ არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა დღეს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ