დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

31 მარტის ჩათვლით, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა 24.01.2021 16:55

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან) ვაშლიჯვრის მიმართულებით. ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება დაშვებულია გოძიაშვილის ქუჩიდან მარშალ გელოვანის გამზირის, ი. გაგარინისა და ი. ბერიტაშვილის ქუჩების გავლით.

 

„თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ