დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ნავალნის გაბედული ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც უნდა იყოს“- «The Sunday Times» 25.01.2021 13:26

დასავლეთის გაზეთები ვრცლად აშუქებენ რუსეთში შაბათს მომხდარ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით გაიმართა. წამყვანი გაზეთები ყურადღებას აქცევენ მოსკოვში და სხვა ქალაქებში ანტისამთვარობო გამოსვლებისა და დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბებს, პოლიციის სიმკაცრეს და იმ მიზეზებს, რომლებმაც მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა.

 

გთავაზობთ ზოგიერთი გაზეთის პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

 

ბრიტანულ „სანდი თაიმს“-ში («The Sunday Times») გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით „ნავალნის გაბედული ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც უნდა იყოს“, ნათქვამია: „ჩვენ დავინახეთ, თუ რას აკეთებენ ავტოკრატული რეჟიმები, როცა ხელისუფლებას კანონიერ კითხვებს უსვამენ: ალექსი ნავალნის ათასობით მომხრე პროტესტების დროს დაიჭირეს, თუმცა მთავრობა იმდენად იყო შეშინებული, რომ წინა დღეებშიც ბევრი იქნა დაკავებული. „ალექსი ნავალნის გამბედაობა სახეზეა. სხვები მის ადგილას რუსეთში აღარ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მას არ შეეშინდა“, - წერს ბრიტანული საკვირაო გაზეთი და ასკვნის: „ალექსი ნავალნი დივანზე წამოწოლილი „მებრძოლი“ კი არა, იგი ნამდვილი მებრძოლია“.

 

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწინააღმდეგეს ვლადიმერ პუტინს, მისი საქმე ისე არ მიდის, როგორც მას სურს. რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, ნაწყენია, რომ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წავიდა, რადგან იგი რუს ლიდერს იშვიათად თუ აკრიტიკებდა.  ამ დროს კი ჯოზეფ ბაიდენის სიტყვა გაგვახსენდება, რომელიც მან 2011 წელს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა: „მე მას თვალებში ჩავხედე და იქ სული ვერ დავინახეო“. სხვათა შორის, კრემლს ბაიდენისთვის პრეზიდენტად არჩევის მისალოცად ექვსი კვირა დაჭირდა.

 

როგორც „სანდი თაიმსი“ თვლის, კარგია, თუ ვაშინგტონი მოსკოვს მკაცრად მიუდგება. რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ დასჯილა საკადრისად საწამლავების გამოყენებისა და დესპოტური რეჟიმებისადმი გაწეული დახმარების გამო. „ასე რომ, უფალი იყოს ალექსი ნავალნისა და მისი თამოაზრეების შემწე ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ასკვნის გაზეთი.

 

წყარო: www.thetimes.co.uk/article/navalnys-brave-battle-should-be-ours-too-vhnbnxbsp

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ