დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"აღვირახსნილობებთან, ელემენტარულ ღირებულებებთან დაკავშირებით აქცენტების დასმა რომ გვიწევს, ესაა პრობლემა" - ამირან სალუქვაძე 25.01.2021 17:10

აღვირახსნილობებთან, ელემენტარულ ღირებულებებთან დაკავშირებით აქცენტების დასმა რომ გვიწევს და ანა-ბანას ახსნა, ესაა პრობლემა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
"გამოხატვის თავისუფლებასა და აღვირახსნილობას შორის ზღვარი ვერ გაუვლიათ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის ასეთ მდგომარეობას, კონკრეტული ავტორი ჰყავს. წლებია ნერგავენ ფსევდოღირებულებებს.
სპარსელებთან ბრძოლა და პოლიტიკანობა, ყიზილბაშების ჯარის შემოძღოლა და არჩეული დეპუტატის პარლამენტში შესვლა ვერ გაურჩევიათ.
სალომე სამადაშვილი იქცა სამსჯელოდ. ერთი მხივ, თითქოს გაემიჯნა ამ დანაშაულს. მეორე მხრივ, სხვა ადამიანის ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას, "გამოხატვის ფორმას" უწოდებს.
თავისივე მომხრეებმა ისე აგრესიულად ჩაქოლეს, ოპონენტების დასაცავი გახდა.
პარტიის ერთი წევრისთვის ფიზიკური შეხება და ღირსების შელახვა, გამოხატვის ფორმაა. მისი პარტიის თავმჯდომარე მორალს გვიკითხავს. თურმე, არჩეული დეპუტატის სადეპუტატო საქმიანობა, სამშობლოს ღალატის კატეგორიაში გადის და კლდიდან გადაგდებაც გამართლებული იქნებოდა. გაუმართლა დეპუტატს, 4 საუკუნით გვიან დაიბადა.
ამ ხალხს ქვეყნის ხელმეორედ მართვაზე აქვთ პრეტენზია. მათი ლოგიკით, როცა პოლიტიკურად აწყობთ, ფიზიკური შეურაცხყოფა გამოხატვის ფორმაა და თუ დასჭირდათ, მკვლელობასაც იგივენაირად შეაფასებენ.
გამოხატვის ფორმაა დუმილი, რაიმე აქცია, მიტინგი, პირის ამოკერვაც კი. როცა ვინმეს ფიზიკურად, ან ვინმეს ღირსებას ეხებით, ეს გამოხატვის ფორმა კი არა, დანაშაულია.
სხვებს რომ უბიძგებენ, ნეტა თუ უფიქრდებიან, რას არიან გადარჩენილები და რომ შეიძლება უკან დაუბრუნდეთ ეს წაქეზება?!" - წერს ამირან სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ