დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"წესით ახლა რეკლამები უნდა გადიოდეს, რომ მაისის ბოლოს ვაქცინაცია დამთავრდება და ტურიზმისთვის ქვეყანა გაიხსნება" - ხათუნა ლაგაზიძე 25.01.2021 17:49

ხელისუფლება! გაასაჯაროვე ვაქცინის შესყიდვის მიზნით წარმოებული მიმოწერა! უფლება გვაქვს ვიცოდეთ! - ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"გონიერი ხელისუფლება ამას გააკეთებდა და ეს იყო საუკეთესო გამოსავალი: ის მილიარდები რომ ისესხა, პირველ რიგში, ვაქცინას შეუკვეთავდა და მერე დაიწყებდა სხვა მიმართულებებით ფიქრს. მით უმეტეს, როცა შენი ეკონომიკა ტურიზმზე კიდია, ვაქცინაცია ერთ-ერთ ყველაზე პირველებს უნდა დაგვეწყო და დაგვესრულებინა, რათა ტურიზმი გახსნილიყო: წესით ახლა რეკლამები უნდა გადიოდეს, რომ მაისის ბოლოს დამთავრდება ვაქცინაცია და ტურიზმისთვის ქვეყანა იხსნება. დღეს რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის დანაშაული. ჩვენ კი იმის ნაცვლად პასუხი მოვთხოვოთ, ფეისბუკიდან ცხვირს არ ვყოფთ და თავზე ნაცარს ვიყრით", - წერს ხათუნა ლაგაზიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ