21:31 25.01.2021
ზაალ ანჯაფარიძე - NDI-ს გამოკითხვაში ოპოზიციისადმი ნდობის და მხარდაჭერის სერიოზული ვარდნა პროგნოზირებადი იყო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე NDI-ს დღევანდელ გამოკითხვაზე კომენტარს აკეთებს და ბუნებრივად მიიჩნევს ოპოზიციის რეიტინგის კლებას:  

- NDI-ს გამოკითხვაში ოპოზიციისადმი ნდობის და მხარდაჭერის სერიოზული ვარდნა პროგნოზირებადი იყო და აი რატომ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისკენ გადაიხარა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების იმ სეგმენტის, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ "საშუალო კლასი," რომელშიც ასევე შედის ე.წ. "პრადვინუტი" ფენაც. არჩევნების შემდეგ საზოგადოების ეს ნაწილი ოპოზიციისგან მოელოდა არა იმას, რაც მათ გააკეთეს ("ლეიბორისტების ფანჩატურში" გამოკეტვა და პარლამენტის საბოტაჟი), არამედ ბრძოლის გაგრძელებას პარლამენტის კედლებში, ალტერნატიული და ხელისუფლებისაზე უკეთესი პროგრამებით, ინიციატივებით, ერთი სიტყვით ცივილიზებულ საქციელს. როდესაც მათ დაინახეს, მათი რჩეული პარტიებისგან ცივილურობის ნაცვლად ველურობის გამოვლენა, რეაქციაც იყო შესაბამისი, რაც აისახა კიდეც გამოკითხვაში.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge