22:50 25.01.2021
საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა - Brusselsmorning-ი

საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა, ამ სათაურით სტატიას Brusselsmorning-ი აქვეყნებს და ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიმოიხილავს.

 

„შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას. გამოცემასთან საუბარში ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა ნატოში, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს ISA-ის ოპერაციასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ვიქტორ დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნატოსთან საქართველოს ინსტიტუციური ურთიერთობა ტაქტიკურ დონეზე კიდევ უფრო ღრმავდება, ვინაიდან ქვეყანა ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე, ნატო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც 2020 წლის დეკემბერში განახლდა. „თბილისსა და ბრიუსელს საერთო ხედვა აქვთ. ნატო და ევროკავშირი საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ხიდს განიხილავენ, როგორც სატრანსპორტო კავშირის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge