00:20 26.01.2021
თამარ ჩერგოლეიშვილი - მართალი ჩანს ბიძინა, ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს, სად გაიზარდეთ, ხალხო?

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ნიუსის კომენტარებს ეხმაურება. ლაპარაკია ბათუმის ინციდენტზე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე. ჩერგოლეიშვილი კომენტარს აკეთებს და ფეისბუკმომხმარებლებს მიმართავს: „აქ შეკრებილ ხალხს რომ ვუყურებ და კომენტარებს ვკითხულობ, მართალი ჩანს ბიძინა – ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს. სად გაიზარდეთ ხალხო?“, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

 

ამავე თემაზე ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზეც ცალკე პოსტს აქვეყნებს:

 

„ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი, უფრო ნათელი გახადა, რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დაამტკიცონ. ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ. იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება“,- წერს ჩერგოლეიშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge