დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტის წესებს ამკაცრებს 26.01.2021 10:31

ევროკავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებს, რისი მიზეზიც კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

 

ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

 

კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ორშაბათს AstraZeneca-ს წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „არასაკმარისი განმარტებებისა და სიცხადის გამო უკმაყოფილება გამოიწვია.“

 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინების შემქმნელებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან,“ - წერს ჯანდაცვის კომისარი.

 

მისივე თქმით, ევროკავშირმა "ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმის" მიწოდება მოითხოვა და AstraZeneca- სთან შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას, AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბლოკში შემავალ ქვეყნებს ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწვდიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ