დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"თეირანი მალე თავის თავზე იგრძნობს „აზერბაიჯანის გამარჯვების“ შედეგებს“ -ირანელი მინისტრის განცხადება 26.01.2021 11:47

სომხური პრესა კომენტარს უკეთებს ბაქოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტს და იქ გაკეთებულ მის განცხადებებს. როგორც უკვე ცნობილია, ირანელმა მინისტრმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თეირანი ულოცავს აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ამასწინანდელ გამარჯვებას და მზადაა დაეხმაროს „გათავისუფლებული მიწების“ აღდგენაში, უზრუნველყოს ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებით, ელექტროენერგიით, მონაწილეობა მიიღოს ტერიტორიის განაღმვაში და ასე შემდეგ. მოჰამად ჯავად ზარიფი ასევე მიესალმა თანამშრომლობის შესაძლებლობას „კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის ჩარჩოებში.

 

ამასთან დაკავშირებით სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր») აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ირანელი მინისტრის განცხადება ბაქოში: თეირანი მალე თავის თავზე იგრძნობს „აზერბაიჯანის გამარჯვების“ შედეგებს“.

 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ირანელმა მინისტრმა ჯერ კიდევ თავისი დიპლომატიური ტურნეს დაწყებამდე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს ეწვევა, რომლებთაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება და დახმარება შეუძლიათ - ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, საქართველო და თურქეთი. რას გულისხმობს ირანი „დახმარებაში“? განა აზერბაიჯანს და თურქეთს სომხეთისთვის სიკეთე სურთ?

 

და აი, იგი ბაქოში ჩავიდა და უკვე ყველას გასაგონად გაამჟღავნა, თუ რას გულისხმობდა დახმარებაში: ირანი ცდილობს თავისი წილი მიიღოს რუსულ-თურქული გეგმის რეალიზებისას, რომელიც სომხეთის დანაწილებას ითვალისწინებს.

 

ირანელი მინისტრის განცხადება ბაქოში - „გამარჯვებას გილოცავთო“ - დამცირებული ქვეყნის ლაქუცს ჰგავს. თეირანი შეცდომას უშვებს. მისი მილოცვა ღალატია სომხეთის მიმართ. უმჯობესია ირანმა იმ ნეგატიურ შედეგებზე იფიქროს, რაც მას „აზერბაიჯანის გამარჯვება“ მოუტანს. საერთოდ, რატომ მიულოცა მოჰამად  ზარიფმა აზერბაიჯანს გამარჯვება? ვინმემ დააძალა თუ რა?

 

შედეგები ირანისათვის, ალბათ, დიდხანს არ დააყოვნებს. სომხეთის ხარჯზე მიღებული დივიდენდები არავის არ შერჩება. ჰოდა, სწორედ მაშინ სომხეთს, რომელიც ირანის მიმართ 30 წელია მეგობრულ პოლიტიკას ატარებდა და არ შეერთებია ანტიირანულ აქციებს (ხშირად საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც), უფლება ექნება, როგორც მინიმუმი, უფლება ექნება ირანს „აზერბაიჯანის გამარჯვების შედეგები მიულოცოს“.

 

27 იანვარს მოჰამად ზარიფი ერევანსაც ეწვევა. სომხეთმა ირანს ოფიციალურად უნდა მოსთხოვოს განმარტება მსგავსი განცხადებების გამო. საერთოდ კი, ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ირანელ მინისტრს ერევანში ჩამოსვლა ავუკრძალოთ. მის განმარტებას, პრინციპში, მნიშვნელობა აღარ აქვს“.

 

წყარო: https://www.lragir.am/ru/2021/01/25/196431/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ