დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხალხთა შორის მეგობრობის სამაგალითო პრეცენდენტია — ფაიგ გულიევი 26.01.2021 12:24

 

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ ექსპერტთა მონაწილეობით ონლაინ თემატური  შეხვედრა გამართა  "ბრძოლა აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის: 20 იანვრისა და 9 აპრილის ტრაგედიების მიზეზები, შედეგები და საერთო ღირებულებები"

 

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა ღონისძიების მონაწილე 15 ქართველ ექსპერტს  სიტყვით მიმართა, და ისაუბრა შავი იანვრის მოვლენების მიზეზებზე, არსსა და ისტორიული შედეგებზე.

 

დიპლომატმა ხაზი გაუსვა ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის როლს აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშაულის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებაში. მან თქვა, რომ ორივე ქვეყნამ დამოუკიდებლობა სისხლის ფასად მოიპოვა.

 

,,აზერბაიჯანი და საქართველო კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, უფრო მეტიც ეს მეზობლობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა და ამით  სამხრეთ კავკასიაში ხალხთა შორის ურთიერთობის სამაგალითო პრეცენდენტი შეიქმნა.- აღნიშნა დიპლომატმა

 

ქართულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია  ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესშია , არამედ რეგიონის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიცაა.

 

ქართულმა მხარემ ონლაინ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ფუნდამენტური როლს ორი ქვეყნის ხალხების მთავრობებისა მათი მეთაურების  დაახლოების საქმეშიც.

 

,, ვულოცავთ აზერბაიჯანელ ხალხს 44-დღიან სამამულო ომში დიდებული გამარჯვებას რომელმაც რეგიონში ახალი რეალობა წარმოქმნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ორ ქვეყანას შორის კორდინირებული მოქმედებები კვლავ გაგრძელდება’’ - აღნიშნა ქართულმა მხარემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ