დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა პირველი მარტიდან საქართველოს დიდ ქალაქებში - მინისტრის განმარტება 26.01.2021 13:12

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მაჩვენებელი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სხვა დიდი ქალაქების შემდეგ, უკვე 1-ლი მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდეს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

 

საკითხის შესახებ მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც სწავლა თებერვლის პირველი რიცხვიდან განახლდება. 

 

“შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სკოლები მუშაობას გააგრძელებენ უკვე საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რიუსთავისა და ქუთაისისა. როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის განახლება საკლასო ოთახებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი – კერძოდ, 7 დღის განმავლობაში 4%-იანი მაჩვენებელი ინფიცირებისა. ანუ, თუ პირველ მარტამდეც ეს 7-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო შემსუბუქებას რეგულაციისას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ეს კრიტერიუმი მკაფიოდ არის განსაზღვრული და მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მისივე თქმით, ზედმიწევნით დაცული იქნება სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი და მასწავლებლები რეგულარულ ტესტირებას გაივლიან.

 

“პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 7- დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი თუ ჩამოვა 4%-ზე, საშუალება გვექნება, რომ სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში”, – აღნიშნა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ