დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ქვეყანაში არ შემოვა ვაქცინა, რომელსაც მაღალი სანდოობა არ ექნება" -ეკატერინე ტიკარაძე 26.01.2021 13:39

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაახლოებით 42 პროცენტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უნდობლობას გვიცხადებენ. მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. მნიშვნელოვანია, ვაქცინის პოპულარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, პირველი და მთავარია, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს სანდოობის გარანტი.

 

„ეს არის ის, რომ ჩვენ ვენდობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მისი მხრიდან დამტკიცებულ სანდო ვაქცინას და შესაბამისად, ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაფიქრდნენ, თუ რამდენად მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მთავრობა ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს შემოვა.

 

„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს. მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ყველა კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მათ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი. „ფაიზერის“ გარდა ველოდებით „ასტრაზენეკას“ ნახევარ მილიონ დოზას. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და პირველ კვარტალში სევე ველოდებით „ასტრაზენეკას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ