დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"არ სჯერათ საკუთარი 5%-ის, შეშინებულია ხალხიო, ტელეფონზე უსმენენო" - ამირან სალუქვაძე 26.01.2021 15:47

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ოპოზიციის სრული კრახი. მიზეზებს მოგვიანებით დავწერ.

არ სჯერათ საკუთარი 5%-ის. შეშინებულია ხალხიო, ტელეფონზე უსმენენო. ქუჩაში რომ აჩერებ, ან სახლში აკითხავ და ეკითხები, თვალებში ჩაჰყურებ, არ ეშინიათ და ტელეფონით ეშინიათ.

ამათ მათი ძველი დრო აქვთ ჩარჩენილი, ბებო შვილიშვილს რომ ეუბნებოდა, "ტელეფონზე ვერ გეტყვიო".

საკუთარი სანდო კვლევებით არჩევნებამდე 15% ჰქონდათ, ცესკომ გაუყალბა და 27% დაუწერა. ახლა NDI-მ გაუყალბა, NDI-მ.

რატომ ხართ უკმაყოფილო? ისევ რჩებით ჯერ ძირითად ოპოზიციურ ძალად, 5%-თ. აბა, დანარჩენ 7 პარტიას ჯამში 9% აქვს. 5-ჯერ უსწრებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

ადრე ვთქვი, მასე გააგრძელეთ და შემოდგომით დათვალეთ წიწილები მეთქი. ახლაც "მასე" გააგრძელეთ.

დანარჩენმა პარტიებმა აჰყევით ნაცმოს და თქვენც ნახავთ სად აღმოჩნდებით. უკვე აღმოჩნდით.

ჰო, რომ დაგიხვევიათ, პასუხს არ სცემდნენ კითხვაზეო, ერთი კვლევა მაჩვენეთ, სადაც იგივე არ ყოფილიყო. პროცენტებია განსხვავებული და ეს პოლიტიკური სიტუაციით, პოლიტიკური სპექტრის მდგომარეობითაა გამოწვეული. თუ მისთვის სასურველ პარტიას ვერ ხედავს, რატომ დაასახელებს არსებულიდან?" - წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ