დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს 26.01.2021 17:38

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

 

გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მან ციხეში თვეზე მეტი გაატარა.

 

ექიმი აცხადებს, რომ მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, რუსეთის სახელმწიფო იძალადა.

 

"რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია უკვე. ცხადია, იქიდან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხება ეს საკითხებიო. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პირადი, ეს არის საქართველოს ინტერესი. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, მოხდა ძალადობა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ