დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სოზარ სუბარი - მოვესწარი იმ დღეს, როდესაც NDI-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს 27.01.2021 00:17

მოვესწარი იმ დღეს, როდესაც NDI-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა. სუბარის შეფასებით, ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

 

„ხელისუფლება NDI-ს ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ს გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას-მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ