დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, განსაკუთრებით მათ, ვინც წმინდა ნინოს სახელს ატარებთ! - ილია მეორე 27.01.2021 14:09

ილია მეორემ მრევლს ნინოობა მიულოცა.

 

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს!

 

ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის - ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს!

 

წმ. ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო?! ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას.

 

მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას.

 

შეგეწიოთ წმ. ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები!

 

ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ