პოლიტიკური მიმომხილველი შალვა თოიძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"შარშან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ახალ აღმოჩენილი რუკები რომ გადასცა თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრმა განაცხადა, ჩვენ და ქართველები ერთმანეთთან მოვრიგდებითო.
მას შემდეგ, ყარაბახის ამბავი რომ მოხდა, ალიევმა მგონი ათჯერ გააკეთა განცხადება, რომ ქართველები საუკეთესო პარტნიორები არიან და ამას არასოდეს დავუვიწყებთო.
მხოლოდ ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტპარტიები და პროპაგანდისტული საშუალებები უნერგავენ საქართველოს მოქალაქეებს აზრს, რომ გარეჯი საქართველო არაა და აზრი არ აქვს ამ თემაზე აზერბაიჯანელებთან თუნდაც დალაპარაკებას. ამ აზრს საბოლოოდ ბეჭედს ასვამს ივერი მელაშვილის განცხადება, რომელსაც სააკაშვილთან პირდაპირი ჩართვის დროს ცრემლიც კი წამოსკდა თვალებიდან.
სინამდვილეში საქმე რაშია იცით?
ნაცმოძრაობამ მმართველობის დროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად ლანგრით მიართვა რუსეთს. მოკლედ, მათი მმართველობის დროს საქართველომ დაკარგა სახელმწიფოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ტრანსკავკასიურ დერეფანში მრავალი წლით დაამკვიდრა რუსული ბაზები, რაც პოლიტიკური დასავლეთისთვისაც დიდი თავსატეხი გახდა.
ჰოდა, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია სანამ იარსებებს, როგორც დომინანტი პოლიტძალა, ის არავის არ მისცემს საშუალებას, თუნდაც ერთი გოჯი მიწა დაიბრუნოს, მითუმეტეს საქმე თუ ეხება ქართველებისთვის საკრალურული მნიშვნელობის ადგილს - დავითგარეჯას.
ასე რომ, ეს პოლიტიკური მასკარადი, რასაც ახლა ყველა თვალს ვადევნებთ, რეალურად სააკაშვილის და მისი მოკავშირეების მიერ არის დადგმული,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge