დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პანდემიით და არა - პოლიტიკური შეცდომებით გამოწვეული სოციალური აფეთქება არაფრის მომცემი არ იქნება - რამაზ საყვარელიძე 02.02.2021 16:16

ბოლო პერიოდიში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და სხვა აქტუალურ თემებზე ჯორჯიან თაიმსი“ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

 

ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე?

 

-  ქართული მხრიდან ეს გადაწყვეტილება კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს. რუსული მხარის რეაქცია კი გვიჩვენებს, რომ ეს მისთვის არაკომფორტული, არასასასიამოვნო იყო. მოჰყვება თუ არა ამას სანქციები, უკვე სხვა თემაა. მთავარი, ამ მოვლენაში პოლიტიკური გამარჯვებაა, რისი განსახიერებაც გახლდათ სტრასბურგის გადაწყვეტილება.

 

-  შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც რომ ვისაუბროთ: დღეს, სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური იქნება  მათი საქმიანობა, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად, ერთპარტიულია საკანონმდებლო ორგანო?

 

-   ოპოზიციის ეფექტურობა არ დაიყვანება მარტო იმაზე, კენჭისყრის დროს გავლენას ახდენს თუ არა ის შედეგზე. ჩვენ გავხსოვს არაერთი პარლამენტი, სადაც ოპოზიცია არ ფლობდა ხმების იმ რაოდენობას, რომ კენჭისყრაზე გავლენა მოეხდინა, მაგრამ ძალიან ენერგიული, აქტიური იყო.

 

 

-  ოპოზიციის ძირითადი ნაწილი  საპროტესტო აქციებს აანონსებს. აქვთ თუ არა ოპოზიციონერებს  რესურსი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ?

 

-  მაშინ, როდესაც კოვიდი არ იყო, უფრო თბილოდა, ამ ოპოზიციამ, რომლის სათავეშიც, ყოველთვის იკვეთებოდა ნაციონალური მოძრაობის კონტურები, სწორედ ნაციონალური მოძრაობის იქ ყოფნის გამო, ხალხი ვერ დააკავა. საჭირო რაოდენობის ხალხი ვერ მოიყვანა. ახლა, როდესაც კოვიდია, სიცივეა, ნდობის ხარიხსი კიდევ უფრო დაცემულია, როგორც ენდიას კვლევევები გვიჩვენებს.  გამორიცხულია ამ მიზნის მიღწევა. შეიძლება ოპოზიციამ გვითხრას, რომ ის ელოდება ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ამიტომ გამოვა ხალხიო, მაგრამ, რომც გამოვიდეს, ხალხი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ გაიკარებს.

 

 

-  "ქართული ოცნება" იმედოვნებდა, რომ ის შეძლებდა ოპოზიციონერი დეპუტატების  პარლამეტში შესვლაზე დათანხმებასეს ასე არ მოხდა. ხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში, როგორ აისახება ხელისუფლებუფლების პრესტიჟზე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში?

 

 -    „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციას შესაძლებლობები დაუტოვოს, რათა, ისინი პარლამენტში შევიდნენ. დასავლეთის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტზე პასუხისმგებელი თვითონ ოპოზიციაა, რომელიც არ პარლამენტში საკუთარი ნებით არ შედის.  ასეთი ერთპარტიულობა  "ქართული ოცნების" პრესტიჟზე ნამდვილად არ მოქმედებს.

 

-  როგორ ფიქრობთ, ის დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, როდის შეიძლება დასტაბილურდეს?

 

-   "ენდიაის" კვლვებით, ნაციონალური  მოძრაობის“ მიმართ  მოსახლეობის  ნდობა 5 %-ია.  მთელი  ოპოზიციის მიმართ კი, დაახლოებით 6-7 %-ს აღწევს.  ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომ  საზოგადოებაში დაძაბულობაზე ვისაუბროთ.

 

 -  პოლიტიკური კრიზისის გარდა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელოა. ამ ფონზე  უნდა ველოდოთ თუ არა . სოციალურ აფეთქებას?

 

-   მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისიც უფრო დიდია და პანდემიის ხარისხიც, მაგრამ, ამას სოციალური აფეთქება არ მოჰყოლია. იმიტომ, რომ ადამიანები ამის საეჭვო პერსპექტიულობას  კარგად აცნობიერებენ. როდესაც ხელისუფლება ვერ გაძლევს საკმარის ეკონომიკურ სიკეთეებს, მაშინ, უნდა გეგულებოდეს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მოგცემს და თუ ეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამოწვეულია არა  იმენად პოლიტიკური შეცდომებით, არამედ, კოვიდით, იქ სოციალური აფეთქება არაფრის მომცემი არ იქნება. უბრალოდ, ამით არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს  სოციალური აფეთქებით გამოწვეული სირთულეებიც დაემატება და მეტი არაფერი. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ