დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთის საკითხზე დავა ევროკავშირში ყინვებს იწვევს - Financial Times 12.02.2021 14:42

დასავლეთის პრესაში აქტიურად განიხილება ევროპული დიპლომატიის მეთაურის ჟოზეფ ბორელის რუსეთში ვიზიტის შედეგები, რომელმაც ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ისინი თვლიან, რომ ჟოზეფ ბორელს კრემლი დამამცირებლად მოექცა, მან კი რეაგირება არ მოახდინა.

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») ამ საკითხზე პრესის მიმოხილვას აქვეყნებს.

 

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ («Financial Times») წერს სტატიაში „რუსეთის საკითხზე დავა ევროკავშირში ყინვებს იწვევს“, იმის იმედი, რომ ევროკავშირში რუსეთთან პოლიტიკის გატარების გამო დაწყებული უთანხმოება დასრულდება, ძალზე ილუზიურია: დამკვირვებელთა აზრით, ზოგიერთი ქვეყნისათვის რუსეთთან პოზიტიური დამოკიდებულების გაფიქრებაც კი სერიოზულ მღელვარებას იწვევს, შესაბამისად, მოსკოვთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაცივდება. და თუ საფრანგეთი და გერმანიაც თავიანთ პოზიციებს შეიცვლიან, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

 

ევროპელმა კანონმდებლებმა ამ კვირაში მკაცრად გააკრიტიკეს არა მარტო რუსეთი, არამედ თვით ჟოზეფ ბორელიც, რომლის მოსკოვში ვიზიტის წინააღმდეგ ზოგიერთი ქვეყანა გამოდიოდა.

 

ევროპარლამენტის ნიდერლანდელმა წევრმა ქეთი პირმა ჟოზეფ მორელს დაუფარავად უსაყვედურა, რომ „მოსკოვური ვიზიტი კრემლმა ჩვენს დასამცირებლად და შეურაცხყოფისთვის გამოიყენაო“, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამ ვიზიტის გამო ბრალი ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს. „ევროკავშირის ლიდერებს რომ უფრო მკაცრი პოზიცია დაეკავებინათ, განა ასეთი რამ მოხდებოდა?“, - თქვა მან, - ჩვენ რუსეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკა უნდა გავატაროთ იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოწვევებს გვიმზადებს კრემლი“.

 

ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი ჟოზეფ ბარელს მკვეთრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვერ დაიცვა ევროკავშირის ინტერესები. მით უმეტეს, რომ სწორედ მისი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთმა გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

 

წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-56020870

https://www.ft.com/content/4147c7e3-2342-4a4e-b6fe-f669a5fd8b2a

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ