11:45 23.02.2021
ეს გახლდათ სახიფათო ტესტი სახელმწიფოსთვის - გიორგი ცუცქირიძე

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტ,- გიორგი ცუცქირიძის ბლოგს:

 

ნიკა მელიას ქეისი


მელიას დაკავება როგორც ტესტი, თავად ნაცმომ შექმნა და ამ თამაშში, საფანჩატურეთად წოდებული "ჭაობის ოპოზიცია" გამოიყენა. ეს გახლდათ ძალზე სახიფათო ტესტი სახელმწიფოსთვის, რადგან გათვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის გამოცდაზე იყო აგებული. თუ სახელმწიფო დაუშვებდა თუნდაც ამ კერძო შემთხვევაში გამონაკლისს, თავადვე იტყოდა უარს აღსრულების სამართლებრივ მხარეზე,  უკვე ანალოგიური სხვა შემთხვევების მეტად სახიფათო პრეცედენტსაც შექმნიდა. 


შემთხვევითი არც ის გარემოება იყო, რომ ამ თამაშში ნებსით თუ უნებლიედ ოპოსპექტრის ჩათრევა მოხდა, გათვლაც მარტივი ჩანდა. თუ ხელისუფლება ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდებოდა, ვერ გაბედავდა აღსრულებას ან ოპერაციას ჩააგდებდა, უნდა გამხდარიყო ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზების, ხოლო საერთაშორისო დონეზე მძაფრი კრიტიკის საგანი, რაც საბოლოო ჯამში უკვე ქართული ოცნების ჩამოშლით  და ვადამდელი არჩევნებით დასრულდებოდა.


ამას ემსახურებოდა მეორე ამოცანაც, მოლაპარაკების მთავარ  წინაპირობად ვადამდელი არჩევნების დაყენება, მართალია  უკვე არა ვერ დამტკიცებული და ჩავარდნილი "ტოტალური გაყალბების" მოტივით, არამედ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე.


ვინმე ევროპარლამენტარ  პავილიონისის ლიტივიდან ან ცნობილი ფოტიგას მოწოდებებს და დიდაქტიკას ხელისუფლების მისამართით, ამ პროცესისათვის მეტი საერთაშირისო დამაჯერებლობა უნდა შეექმნა.


შეუმდგარი სახელმწიფო ან ჰიბრიდული დემოკრატია ამითაც განსხვავდება თანამედროვე სახელმწიფოსაგან, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტები არიან სუსტი, ქმედითუუნარო და იმყოფებიან ნახევრად პარალიზებულ მდგომარეობაში.


ვფიქრობ, ეს გამოცდა ქართულმა სახელმწიფომ ჩააბარა, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის და ძალისხმევის გარეშე, მიუხედავად ოპომხარდამჭერი მედიის მხრიდან ამ თემის მაქსიმალური ტირაჟირებისა.


ალბათ იქნება შიდა არეულობის მოწყობის მცდელობა, გაკეთდება განცხადებებიც საერთაშორისო დონეზე, მაგრამ თუ გინდა პატივს გცემდნენ, შენი ინტერესები თავად უნდა დაიცვა შინ თუ გარეთ, რადგან  "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია".




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge