15:40 23.02.2021
მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას - ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

 

"ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და გათავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია, ნიკა მელია მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას," - წერს ის.

 

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge