21:36 23.02.2021
რატომ თქვა ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორმა გირაოზე უარი და რატომ მოითხოვა საკუთარ თავთან მიმართებაში პატიმრობა
დავით ქართველიშვილის პოსტი:
გმირობა... ამ სიტყვამ არ მინდა დაკარგოს თავისი შინაარსი. ყველას ინდივიდუალური "გოლგოთა" გვაქვს გადასალახი ამ წუთისოფელში. ზოგს - ჯვარზე გაკვრით, ზოგს მამლის ყივილამდე - მაცხოვრის სამგზის უარყოფით. ნურავინ იტყვის - ვინ რისი მაქნისია. შეიძლება "გმირობაზე" სულ ერთმა უმნიშვნელო დეტალმა მიგვანიშნოს, ან სპექტაკლად დადგმულმა მოჩვენებითი "სიმამაცის" წარმოდგენამ გულის ამრევი რეფლექსი გამოიწვიოს ჩვენში. 2020 წლის 30 აგვისტოს 23 საათზე საპატრულო ეკიპაჟის მანქანამ, უბედური შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანი გოგონა გაიტანა ლისის ტბისკენ მიმავალ გზაზე. გოგონა დაიღუპა. სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორმა ირაკლი ცომაიამ უარი განაცხადა საკუთარ თავთან მიმართებაში აღმკვეთი ღონისძიების რომელიმე სხვა ალტერნატიულ სახეობაზე - გარდა წინასწარი პატიმრობისა. აი, სად არის ორგზის ტრაგედია და სად არის კაცობის და პასუხისმგებლობის ერთადერთი უპირობო მაგალითი. რაის მელიას "გმირობა" და მისი სამოქალაქო თვითშეგნება...



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge