დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ქართველი რომ ვიყო, შემაშფოთებდა ერთი გარემოება - ნაცმოძრაობა 20 წელია ცდილობს, გავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე - ლინკოლნ მიტჩელი 26.02.2021 21:16

„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უდნა იყოს ის, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.

 

„რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს ქართველი ხალხი იმასთან დაკავშირებით თუ რომელ მხარეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვაშინგტონში. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ რომელიმე მხარე უფრო მეტ ფულს იხდის ლობიზმში, ვიდრე მეორე, ორივე იხდის ფულს. მე რომ ქართველი ვიყო, შემაშფოთებდა ის გარემოება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, თითქმის 20 წელია ცდილობენ ვაშინგტონში გავლენა მოახდინონ შეხედულებებზე და ვაშინგტონში ამას უფრო მეტად აკეთებენ, ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქში. როცა ხედავ კონგრესმენს, რომელიც საუბრობს საქართველოზე და იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, შეცდომა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ამის უკან აუცილებლად ფული ან რომელიმე ლობისტი დგას, რომელმაც ეს მოაწყო, თუმცა იქნებოდა უფრო ზუსტი, გვეფიქრა, რომ ამ კონგრესმენი აზრები საქართველოზე ფორმირებული იქნა მაგალითად იმ არაერთ ადამიანთან, მაგალითად ქართველთან საუბრის შედეგად, რომლებიც ახლოს არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველი რომ ვყოფილიყავი შევშფოთდებოდი იმაზე, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად. კიდევ ერთი რამ, რაზეც შეკითხვა მიჩნდება არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო მეტს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში. ჩვენ ახალი ადმინისტრაცია გვყავს თეთრ სახლში, ახლა ყველა ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტიები იმაზე არიან მომართული, რომ დაამყარონ ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვაშინგტონში დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის თავად კი დემოკრატიული ძალაა.

 

„ამბავი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაამკვიდროს ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, ჩვენ კი დემოკრატიული ძალა ვართ, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. იმპერიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს მცდარია. ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. ახლა, როგორ მოახდენ ამ ამბის ვაშინგტონში დამკვიდრებას? რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციით, რაშიც კარგი ლობისტური კომპანია დაგეხმარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეს ახალი კონტრაქტი ამბობს. როდესაც კარგი ლობისტური ფირმა ხარ ვაშინგტონში, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც გაგაჩნია არის ურთიერთობები არა შენს კლიენტთან, არამედ მთავრობასთან, კონგრესთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ ინდივიდებთან და ა.შ. ეს კარგი ფირმები არასდროს არ დააყენებენ არსებულ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ საკუთარი კლიენტების გამო მიუხედავად ფულის ოდენობისა, რასაც ისინი მომსახურებაში იღებენ. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საკუტარი დღის წესრიგის წაწევა ლიმიტირებულად შეუძლიათ და შეკითხვა, მიაღწევენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს წინააღმდეგ არ არის ზუსტი. თუ სანქციები დაწესდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩათვლის ამას საჭიროდ. მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და ისინი სანქციებს არ აამოქმედებენ იმის გამო, რომ რომელიმე ლობისტურმა ფირმამ ამ იდეის ლობირება გადაწყვიტა. არ მგონია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასუსტება ჰქონდეს მიზნად და ეს ის იქნება, რასაც სანქციები გამოიწვევდა“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ