20:38 03.03.2021
შვეიცარიაში, რომლის ტერიტორია საქართველოზე ორჯერ ნაკლებია, ათჯერ მეტი ჰესია

შვეიცარიის ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 41 მლრდ.კვტ.სთ, აქედან დღეისათვის ათვისებულია 37.5 მლრდ.კვტ.სთ. შევეიცარიაში, რომლის ტერიტორია 41285 კმ2 შეადგენს, ფუნქიონირებს 550-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური, აქედან 250 კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურია. შვეიცარიაში წარმოებული ელექტროენერგიის 56% ჰიდროელექტროსადგურებიდან იწარმოება, რაც 37,450 მლრდ.კვტ.სთ – ია.

საქართველოში კი, რომლის ტერიტორია შვეიცარიაზე თითქმის ორჯერ მეტია და რომელსაც ასევე გააჩნია ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი, ფუნქციონირებს 60-მდე ჰიდროელექტროსადგური.. საქართველოში ათვისებულია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის დაახლოებით 15-18 %-მდე.

 

ინფორმაციას genergynews.wordpress.com ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge