20:45 03.03.2021
ტვ პირველმა ჩემზე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ამ მატყუარების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა - ფარნა მახოხაშვილი

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი ფარნა მახოხაშვილი სოციალურ ქსელში ტვ პირველს სიცრუესა და ძალადობაში ადანაშაულებს და წერს:

 

ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლიტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს. ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ პირველმა ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!

 

ცნობისთვის: გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა გუშინ მოხდა. პოლიციამ ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დღეს დააკავა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge