დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელი არაკომუნისტური რუსეთის მიმართ - კონსტანტინე ზატულინი 04.03.2021 13:44

სომხური საინფორმაციო სააგენტო არმინფო“ («ԱրմԻնֆո») აქვეყნებს ინტერვიუს (ვიდეოხიდის მეშვეობით) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრ კონსტანტინე ზატულინთან სათაურით „უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელი არაკომუნისტური რუსეთის მიმართ, ბოლშევიკების მიერ ხელმოწერილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების გამო“, რომელშიც იგი თავის პოზიციაზე საუბრობს ასი წლის დადებული რუსეთ-თურქეთის ორმხრივი დოკუმენტების მიმართ.

 

„ვისაც რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ შეუძლია ამ ხელშეკრულების ანალიზი და და იმის დამტკიცება, რომ იმდროინდელმა საბჭოთა რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არაკომპეტენტურობა და არაშორსმჭვრეტელობა გამოიჩინა... რა თქმა უნდა, მოსკოვი მხარს უჭერდა მუსტაფა ქემალის მთავრობას წარმატებების მიღწევაში. სამწუხაროდ, მოგვიანებით თურქეთმა უმადურობა გამოიჩინა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1942 წელს საბჭოთა ჯარები ელოდნენ, რომ თუ სტალინგრადი დაეცემოდა, თურქები კავკასიაში  შეიჭრებოდნენ. შეიძლება სხვადასხვანაირად შევაფასოთ წარსული, მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ 1921 წელზე ჩავიციკლოთ“, - განაცხადა კონსტანტინე ზატულინმა.

 

არმინფო“ აქვეყნებს მოკლე ისტორიულ ცნობას:

 

მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები: მან უარი თქვა საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - ბათუმზე, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო აჭარის სამხრეთი ნაწილი და სომხეთის კუთვნილი ყარსის ოლქი, არარატის მთის ჩათვლით.

 

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ხელშეკრულებამ საქართველოსა და სომხეთის საზღვრები ისე მოხაზა, რომ ამ ქვეყნებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოგვიანებით დაიდო ყარსის ხელშეკრულება, უკვე თბილისისა და ერევნის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

დღევანდელი სომხეთი არ ცნობს მოსკოვის ხელშეკრულებას, რადგან ქემალისტებისა და რუსი ბოლშევიკების გარიგების გამო ქვეყანამ დაკარგა სევრის ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორიები.

 

თავის მხრივ საქართველოს პარლამენტი 2000-იანი წლების შუახანებში სწავლობდა ყარსის ხელშეკრულების სავარაუდო გადასინჯვის საკითხს, მაგრამ მივიდა დასკვნამდე, რომ ყარსში ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს არ ემუქრება.

 

წყარო: https://arminfo.info/full_news.php?id=61096&lang=2

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ