დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლიდან 271 000 ინფიცირებულია და 3500 გარდაცვლილი - სერგო ჩიხლაძე 04.03.2021 15:31

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"მაინც ვინ ვის სჯობს!


ისრაელი (მოსახლეობა 9.3 მილიონი) - 789 000 ინფიცირებული და 5803 გარდაცვლილი. ლეტალობის მაჩვენებელი - 0.8%.


საქართველო (მოსახლეობა 3.7 მილიონი) - 271 000 ინფიცირებული და 3500 გარდაცვლილი. ლეტალობა - 1.3%.


ისრაიელი - სრულად 2ჯერ აცრილია მოსახლეობის 40.5%. პირველი დოზით - 55.6%. სულ ჩატარდა 8.32 მილიონი აცრის პროცედურა.


საქართველო - შემოტანილია 0 ვაქცინა. აცრილია მოსახლეობის 0%.


ისრაელი - პრემიერ-მინისტრმა მარტო პფაიზერთან 17 მოლაპარაკება გამართა.


საქართველო - პრემიერ- მინისტრი ამ დროს არჩევნებს აყალბებდა.


ისრაელი - ვაქცინაციისთვის მძლავრი საინფორმაციო კამპანია


საქართველო - კამპანია " სხვამ თუ აცრა რა, რა მოიგეს?!".


ისრაელი - თითო დოზაში 47 დოლარი გადაიხადა წინსწრებით და კორუფციული სქემები არ აუწყვიათ.


საქართველო - იგივე ფასიც რომ გადაგვეხადა, სულ 200 მილიონ დოლარად, საჭიროზე მეტი, 4 მილიონი დოზა ვაქცინა შეგვეძლო მიგვეღო. ამის მაგივრად, შევიძინეთ რობოტი პეპერი, გამოუსადეგარი აპლიკაცია და გადაუდებელი საჭიროებებისთვის ჩინოვნიკების მანქანები, საოფისე ავეჯი და ა.შ. ვალად აღებული კოვიდმილიარდებიც მოიპარეს.


ისრაელი - მშპ 410 მილიარდი დოლარი. სულ მოსახლეზე-40 000 დოლარი.


საქართველო - მშპ 17 მილიარდი. სულ მოსახლეზე-10 ჯერ ღარიბები ვიდრე ისრაელში.


P.S. არადა, ძალიან მინდა, რომ ჩვენ ვჯობნიდეთ ყველას!" - წერს სერგო ჩიხლაძე. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ