დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სემეკმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა 04.03.2021 15:54

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წინასწარი გადაწყვეტილებით, განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორადსერტიფიცირება.კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“  უნდა უზრუნველყოს  ყველა იმ  ღონისძიების დასრულება, რომელიც საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ მოთხოვნების შესასრულებლად.


„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისხვა საკითხებთან ერთად, ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებას, წესს, პროცედურებსა და ვადებს, აგრეთვე, განსაზღვრავს კომისიის მარეგულირებელ უფლებამოსილებას სერტიფიცირების პროცესში. ამავე კანონის საფუძველზე სემეკის მიერ მიღებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით, დადგენილია გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების განხორციელების პროცედურა, მათ შორის, სერტიფიცირების მსურველის მიერ წარსადგენი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნუსხა, კომისიის მიერ სერტიფიცირების განაცხადის განხილვის პროცედურა და ვადები.


სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორადსერტიფიცირებამდე,, სემეკმა 2020 წლის 28 მაისს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ გასცა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის.


სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემას და არის ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიატი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ