დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ემზარ ხვიჩია 04.03.2021 16:33

ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, ჩვენს საზოგადეობაზე გარადან ზემოქმედ ძალებს ეხმარება გარეგანი ზეწოლის წნეხის გაძლიერებაში, - ამის შესახებ  ანალიტიკოსი ემზარ ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

 

მთავარი გარეგანი ძალა, რომელიც საქართველოს მდგომაერობას ამძიმებს, არის არა რუსეთი, რომელმაც, ტერიტორიების მიტაცებით უკვე მიიღო რაც სურდა - საკმარისი პლაცდარმი დიდი კავკასიონის სამხრეთ მისადგომების დასაცავა, არამედ, - . . დასავლეთი, უფრო ზუსტად კი, ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტი, რომელიც, ქართველი ერის ნოოტიპური ტრანსფორმაციის მცდელობის მნიშვნელობის ზემოქმედების ქვეშ გვამყოფებს სამი ათეული წელია.

 

პოლიტიკური სპექტრი მთლიანდ დასავლეთის გავლენითაა დიფერენცირებული, ორპოლუსიანი სისტემის დამყარების მცდელობას დაქვემდებარებული, ორივე პოლუსად ლიბერალისტური ორიენტიაციის (დეკლარაციით მაინც) კოალიციით.

 

გასაჭირში ყოფნას, როგორც წესი, ღირსების დაცა იწვევს - ვინც აჰყვა დასავლეთის გავლენას, უზრუნველყოფილია ან გრანტებით, ან კარიერით. მაგ., პოლიტიკოსად, პოლიტიკურ პატიმრად გამოგვიცხადეს ნიკანორ მელია, რომელიც, არა პოლიტიკური შეხედულების გამო (ასეთი რამ, როგორც ეტყობა, მან საერთოდ არც იცის რაა), არამედ, პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზებისთვისაა დაპატიმრებული, თანაც იმის გამო, რომ, კანონის იგნორირებით, გირაოს გახდახდაზე უარს აცხადებს“, - წერს ემზარ ხვიჩია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ