დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თუ პლებისციტზე დაყოლიება დასავლეთის პოზიციაა, როგორც ჩანს, დასავლეთმაც წაიჩრდილოეთა - დავით ზარდიაშვილი 05.03.2021 20:36

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ეხმაურება გია აბაშიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმდნენ“:

 

 

რა პლებისციტი? რა იქნება პლებისციტზე გამოტანილი შეკითხვა? ცხადია ასეთი შეკითხვა "გსურთ თუ არა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები?" - არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუცია ადგენს რის გამო და როდის ინიშნება ქვეყანაში არჩევნები.
ასევე, ვერც კითხვა: "გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩვნები" ვერ იქნება ლეგიტიმური, რადგან პლებისციტით დარღვევების დადასტურება ანდა უარყოფა უბრალოდ სასაცილოა.
აბა, მაშ რა?! შეიძლება ეს:
"თანახმა ხართ თუ არა, რომ პპარლამენტის საბოტაჟის გამო გაუქმებული მანდატები ხელახლა გადანაწილდეს პროპორციული არჩევნების დამატებითი ტურით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებაც სიები არ გააუქმეს ან არ მიირეს მანდატების ზღვრული რაოდენობა?" აი ეს, სავსებით
ლეგიტიმური კითხვა იქნება, მაგრამ არ დათანხმდებიან.
თუ პლებისციტზე დაყოლიება დასალეთის პოზიციაა, როგორც ჩანს - დასავლეთმაც წაიჩრდილოეთა, რბილად რომ ვთქვათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ