დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კოლექტიური ნოდარმელაძის საოცნებო ნიუსი - ჯაბა ხუბუა 05.03.2021 22:20

ჯაბა ხუბუას პოსტი:

 

კოლექტიური ნოდარმელაძის საოცნებო ნიუსი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საგანგებო მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ზვიად კუპრავას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ზაალ უდუმაშვილს, რომლებმაც წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს და თბილისის ცენტრში გაანადგურეს რუსული ტერორისტული დაჯგუფება.

მანამდე გენერალური პროკურორის ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ გაფართოვდა რუსულ ტერორისტულ დაჯგუფებას თან კავშირში მყოფ პირთა წრე და ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისის მერს ლევან ხაბეიშვილს დაავალა, უსწრაფესად მოხდეს იმ მოქალაქეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთა ბინებიც რუსი ტერორისტების განადგურების სპეცოპერაციის დროს დაზიანდა.

პრემიერმა სააკაშვილმა საჯაროდ გამოხატა მადლიერება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის პეტრე მეორეს (ცაავას) მიმართ, რომელმაც ქართველი სპეცრაზმელები სპეცოპერაციის წინ დალოცა და მათი ავტომატები და ხელყუმბარები აიაზმით აკურთხა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ