23:24 05.03.2021
რაში ვუხდით ამ უვიც სუბიექტს ხელფასს და რატომ უნდა იხდიდეს ბიუჯეტი მისი ოფისის ქირაში თვეში $34 000-ს?! - გია აბაშიძე

გია აბაშიძის პოსტი:
შერჩევითად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მორიგი უვიცობა გამოავლინა. მან განაცხადა, დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. და წარმოადგინა სუბიექტურობით სავსე დოკუმენტი. გეგონება სტრასბურგის დიდი პალატის მოსამართლე იყოს ეს 'ენჯეო' სექტორში ჩარჩენილი და ისიც ტოტალურად არაკომპეტენტური.
საგულისხმოა, რომ საკუთარი ე.წ. ანგარიში ლომჯარიას მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ მოგვევლინა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლს.
ჩვეულებისამებრ, დოკუმენტის მომზადებისას ნინო ლომჯარია არ გაცნობია სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას და არც მტკიცებულებების დიდ ნაწილს.
ჩემთვის სამარცხვინო სახალხო ე.წ. დამცველმა ლომჯარიამ გაუგებარი მიზეზით დააიგნორა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არგუმენტია.
მერამდენედ ვკითხულობ - რაში ვუხდით ამ უვიც სუბიექტს ხელფასს და რატომ უნდა იხდიდეს სახელმწიფო ბიუჯეტი მისი აღმაშენებელზე მისი ოფისის ქირაში თვეში $34 000-ს?!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge