01:21 06.03.2021
ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, გარემოცვას აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი - თეა წულუკიანი

„ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, როდესაც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება",- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ - თეა წულუკიანმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, ნიკა მელიას საკუთარი გარემოცვა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

"ვფიქრობ, ნიკანორ მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს, არ მოუტანს. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი და მეტ-ნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. მან, ალბათ, იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე დასანანია, რომ მას გარშემო, გარემოცვაში არ აღმოაჩნდა ადამიანები, რომლებიც სწორ რჩევას მისცემდნენ, რადგან რეალურად, მის გარემოცვას, პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში როგორც ინსტრუმენტი და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად, ჩემთვის დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge