დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

როგორც ჩანს, "ნაციონალებს" ახალი მუხტი სჭირდებათ და მიშამ მისი საკუთარი Field commander ჩართო საქმეში - გვიდიანი 06.03.2021 13:35

როგორც ჩანს, "ნაციონალებს" ახალი მუხტი სჭირდებათ და მიშამ მისი საკუთარი Field commander ჩართო საქმეში, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 
ნოდარ ტარანტინომ ახალი სერიის ანონსიც დაიდო. როგორ წაიყვანა თუ წააყვანინა ბერა ივანიშვილმა ვიღაც სკოლის მოწაფე ტყეში და როგორ ემუქრებოდა თუ რაღაც მსგავსი.
ეს სისულელეები აღარ მიკვირს, სტანდარტულად უფანტაზიო და უხარისხო ფაბრიკაციაა. მაგრამ, ერთი კითხვა მაინც მაქვს. სულ ყვებით როგორი საშინელებები ხდება, როგორ ავიწროვებს ივანიშვილების ოჯახი ყველას და ყველაფერს.
ჰოდა, ერთხელ არ შეიძლება ცოცხალი ადამიანის მაგალითი რომ მოყვეთ თუ რეალურად რამე შეემთხვა?
არ შეიძლება თავად მოყვეს ვინმემ თუ რა დაუშავა ივანიშვილმა?
რა მოხდება ერთხელ თქვენი ე.წ. წყარო თავად გამობრძანდეს და კონკრეტულად ილაპარაკოს თქვენი აზრების და ანალიტიკის გარეშე?
ამას ვერ აკეთებთ, იმიტომ რომ არ არსებობს, ჰოდა დაანებეთ თავი ამ ბოდვებს, არ გეზარებათ მაინც ამ სისულელეებზე დროის ხარჯვა?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ