დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"წითელო ჟურნალისტებო", კალენდარს ჩახედეთ, გარეთ 21-ე საუკუნეა! გამოდით მელაძე-გვარამიას კარცერებიდან - გია გაბრიჭიძე 06.03.2021 19:36

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კოლეგებს მიმართავს და წერს:  
მამუკა მდინარაძე - ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.
აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებაში და ჩემის მხრივ დავამატებ, რომ ამ ე.წ. კრიტიკულმა მედიამ (მიუხედავად იმისა, რომ განმარტებაში "კრიტიკული მედია", არამც თუ საღი აზრი, ელემენტარული ლოგიკაც არ დევს რადგანაც მედია უნდა იყოს ობიექტური! არც "კრიტიკული" და არც "მეხოტბე". მედია უნდა იყოს ობიექტური!!!), ერთმანეთში გააერთიანა 20-30- იანი წლების "პრავდა" და "ფოლკიშერ ბეობახტერი", ყოველგვარი ზღვარი გადალახა.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმდენად ემონებიან თავიანთ ბელადს, რომ ბუხარინის მსგავსად მოიქცევიან. იმ ბუხარინის, რომელიც გაზეთ "იზვესტიას" მთავარი რედაქტორი იყო და საკუთარი დანაშაულებების შესახებ "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ მასალებს, უკვე დაპატიმრებულმა თავად მოაწერა ხელი. "წითელო ჟურნალისტებო", კალენდარს ჩახედეთ, გარეთ 21-ე საუკუნეა. ოცდამეერთეეე! გამოფხიზლდით, გამოდით მელაძე-გვარამიას კარცერებიდან.
ქუჩაში გაზაფხულია, იები და მიმოზები იყიდება, მზეა და ცხოვრება დუღს. გამოდით და ნახავთ, რომ ცხოვრება კარგია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ