დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების ანონსს, რაც ნიშნავს, არც არაფერს შეცვლის თუკი, ხელისუფლებაში მობრუნდა! - ირაკლი მელაშვილი 06.03.2021 21:51

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა და არც არაფერს შეცვლის თუკი, ღმერთმა დაიფაროს და ხელისუფლებაში მობრუნდა!
ყოველთვის, როცა ვიღაც ცდილობს ეს უზნეობა და უკანონობა "გააპრავოს", ეგრევე აქცენტს ცდილობს გადაიტანოს იმაზე თუ რა იყო ფარულ ჩანაწერში . ფარული ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ მანამდე, სანამ ჩვენ თავზე მოგვახვევენ მსჯელობას ამ ჩანაწერების შინაარსზე და არა უკანონო ჩანაწერის შემკვეთის, გამხორციელებლის და გამავრცელებლის ერთმნიშვნელოვნად დასჯის თაობაზე. თუკი საზოგადოება და მითუმეტეს ომბუდსმენი (ჰოი საოცრებავ!) მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია! ხოლო შედეგად თითოეული ასეთი ადამიანი, მათ შორის ომბუდსმენი ახალისებს მორიგ ასეთ უკანონო ჩანაწერების გაკეთებას და გავრცელებას! ამას ბევრი მიხევედრა არ უნდა! სანამ მთელი საზოგადოება არ შევმთანხმდებით, რომ ერთნაირად უზნებოაა და დანაშაულია უკანონო ჩანაწერი, როგორც ვიღაცის ვიღაცასთან სექსზე ,ასევე პირადი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დეტალზე თუ ისტორიაზე, მანამდე ეს უზნეობა არ დასრულდება! არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, რომელი დაჯგუფების წარმომადგენელს შეეხება ეს უწესობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ