დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რანი ვიყავით და რანი ვართ - ჯაბა ხუბუა 06.03.2021 22:42

ჯაბა ხუბუას პოსტი:
რანი ვიყავით და რანი ვართ
ადრე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო ილია ჭავჭავაძე, ახლა არის გიგა ბოკერია; (ილია ჭავჭავაძის ცოლი იყო ოლღა გურამიშვილი, ბოკერიასი არის თამარ ჩერგოლეიშვილი);
ადრე პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა, ახლა არის ჟორიკა რურუა;
ადრე ჟურნალისტი იყო სერგეი მესხი, ახლა არის ნოდარ მელაძე;
ადრე პუბლიცისტი და პოლიტიკოსი იყო ნიკო ნიკოლაძე, ახლა არის თაკო ჩარკვიანი;
ადრე ქალთა უფლებების დამცველი იყო ბარბარე ჯორჯაძე, ახლა არის ბაია პატარაია;
ადრე მწერალი იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ახლა არის ლაშა ბუღაძე;
ადრე პოეტი იყო პაოლო იაშვილი, ახლა არის კოტე ყუბანეიშვილი;
ადრე მსახიობი იყო აკაკი ხორავა, ახლა არის ილო ბეროშვილი;
ადრე რეჟისორი იყო მიშა თუმანიშვილი, ახლა არის ,,დოი";
ადრე იღებდნენ სერიალ ,,დათა თუთაშხიას", ახლა იღებენ სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებს";
ადრე მომღერალი იყო სულიკო კოროშინაძე, ახლა არის ლექს-სენი;
ადრე ფეხბურთელი იყო მურთაზ ხურცილავა, ახლა არის გურამ კაშია;
ყაჩაღი რომ ყაჩაღია ისიც კი ადრე იყო არსენა ოძელაშვილი, ახლა არის ბადრი ესებუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ