დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

1901 წლის 29 ნოემბერს, თბილისის ქუჩებში, საქართველოში პირველი ავტომობილი გამოჩნდა 06.03.2021 23:19

 

 

1901 წლის 29 ნოემბერს,თბილისის ქუჩებში,საქართველოში პირველი ავტომობილიც გამოჩნდა.,,ივერია” დიდი აღფრთოვანებით აუწყებდა მკითხველს-,,ტფილისის მოკირწყლულ ქუჩებში,პირველი ავტომობილი გამოჩნდაო”.ეს მანქანა კავკასიის მთავარმართებელს ჩამოუტანია.ფორდის მოძველებული მარკის ავტომობილი დიდ აურზაურსა და გაოცებას იწვევდა თურმე თბილისელებში,სოფლად ამ მანქანის გამოჩენა კი- შიშსა და ნამდვილ პანიკას ჰგვრიდა თურმე ხალხს.რამოდენიმე ხანში კიდევ ორი ავტომობილი გამოჩენილა ქალაქში,ერთი ვიღაც თბილისში მცხოვრები ფრანგის ყოფილა,მესამე ვისი კუთვნილება იყო,ახლა ვეღარავინ გაიგებს.პირველ ხანებში,თბილისელები ავტომობილს უცხენო ეტლს ეძახდნენ.დრო გადიაოდა... 1931 წლისათვის,საქართველოს მთლიანი ავტოპარკი 1474 ავტომანქანისაგან შედგებოდა.რეგულარული საავტომობილო მიმოსვლა კი,საქართველოში 1934 წლიდან დაწყებულა.1922 წელს თბილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება თბილისსა და მის მიდამოებში მყოფ ავტომობილების რეგისტრაციის შესახებ.ავტომობილების მფლობელებს დაურიგდათ მართვის მოწმობები და მანქანის ნომრები. (ნომრის აღება ღირდა – 70 მანეთი, მოწმობის – 10 მანეთი).

 

 

ფოტოზე: საქართველოში ერთ-ერთი პირველი მანქანა. საჭესთან კაკო ჟღენტი - აბრეშუმის ტრესტის უფროსი.ვარლამ ბაძაღუას ალბომიდან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ