დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ჩემი დიდი ბა­ბუა სო­ლო­მონ მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე იყო, მე მე­ხუ­თე თა­ო­ბის მემარნე გახ­ლა­ვართ - გივი ჩუ­ბი­ნი­ძე 07.03.2021 00:14

"ამო­ნა­რი­დი მე­ფის წე­რი­ლი­და­ნაა, რო­მე­ლიც მან რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს პე­ტერ­ბურ­გში გან­ცხრო­მით ცხოვ­რე­ბის და­პი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მის­წე­რა", - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი გივი ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მე­ლიც თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თარ თავს მე­მარ­ნეს უწო­დებს. მისი წი­ნაპ­რე­ბიც მე­მარ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ, დიდი ბა­ბუა ივა­ნე (ნა­ნუა) ჩუ­ბი­ნი­ძე კი - სუ­ლაც მე­ფის (სო­ლო­მონ II-ის) მე­მარ­ნე. დღეს გივი ჩუ­ბი­ნი­ძე წი­ნაპ­რე­ბის საქ­მეს გა­ნაგ­რძობს, მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ებს ეძებს, წვლი­ლი შე­აქვს ვა­ზის ჯი­შე­ბის გამ­რავ­ლე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ში. მისი ეზო თით­ქოს სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თია, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბულ ვა­ზის ჯი­შებ­თან ერ­თად იშ­ვი­ა­თი და უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბიც არის თავ­მოყ­რი­ლი.

ავა­სირხვა, ამ­ლა­ხუ, ცხე­ნის ძუძუ იშ­ვი­ა­თი აფხა­ზუ­რი მარ­გა­ლი­ტე­ბია. გარ­და ამი­სა, ჩვენს რეს­პონ­დენტს აქვს მა­მუ­კას სა­ფე­რე, კრა­ხუ­ნა, თეთ­რი კა­მუ­რი, ჯანი, თა­მა­რის ვაზი, ღრუ­ბე­ლა, ოცხა­ნუ­რი სა­ფე­რე, ადა­ნა­სუ­რი, ქვე­ლო­უ­რი და კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ყუ­რძნის ჯიში, რო­მელ­თაც თა­ვის პა­ტა­რა იმე­რულ სა­მო­თხე­ში უვ­ლის.

გივი ჩუ­ბი­ნი­ძე:

- ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მე­მარ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ. მე­მარ­ნის ამო­ცა­ნა იყო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის ერ­თობ­ლი­ვად მარ­თვა. მოკ­ლედ, ის მა­რანს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჩემი დიდი ბა­ბუა სო­ლო­მონ მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე იყო, მე მე­ხუ­თე თა­ო­ბა გახ­ლა­ვართ.

ივა­ნეს ნა­ნუა ვინ და რა­ტომ შე­არ­ქვა, არა­ვინ იცის, მაგ­რამ რად­გან ღვი­ნის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ვი­ნა­ი­დან ღვი­ნოს ჩვენ­ში მო­ფე­რე­ბით ნუ­ნუ­ას ეძა­ხი­ან, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი სახ­ლიც აქე­დან უნდა მო­დი­ო­დეს. ნა­ნუა მე­მარ­ნე მე­ფის კარ­ზე მი­ღე­ბუ­ლი კაცი და გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. იმე­რე­თის სა­მე­ფო კარ­ზე ბე­ჭე­დი ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ის ბე­ჭე­დი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბამ­დე იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი და მერე სა­დღაც გაქ­რა, და­ი­კარ­გა და ჯერ ვერ მი­ვა­გე­ნი. ამ ბე­ჭედს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის­თვის იყე­ნებ­დნენ და სპე­ცი­ა­ლურ ზარ­დახ­შა­ში ინა­ხე­ბო­და. ჩემი სურ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი ბა­ბუ­ის იმ ბეჭ­დის მო­ძებ­ნაა.

მოკ­ლედ, ნა­ნუ­ას სუ­ლის­თვის და მის სა­ხელ­ზე მო­ვინ­დო­მე რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ეს საქ­მე წა­მო­ვი­წყე - ხუთი წლის წინ ვე­ნახ­სა და მე­მარ­ნე­ო­ბას მივ­ყა­ვი ხელი და ღვი­ნო­საც მისი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი.

 

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- ეკო­ნო­მის­ტი, ფი­ნან­სის­ტი. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ახლა სულ მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. წი­ნაპ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვილ­მა შე­მაც­ვლე­ვი­ნა პრო­ფე­სია, ცხოვ­რე­ბის წესი და მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი. უკვე 3 ჰა ვე­ნა­ხი მაქვს და სა­კო­ლექ­ცი­ოდ - 72 ვა­ზის ჯიში, რო­მელ­თაც დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის ვი­ყე­ნებ. ვმსჯე­ლობ, ვფიქ­რობ, ესა თუ ის ჯიში რა შე­დეგს მო­ი­ტანს. სხვე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეც­ნო­ბი.

- და რო­მე­ლიც ამარ­თლებს, იმ ჯი­შებს აშე­ნებთ?

- დიახ. რო­გორც გი­თხა­რით, იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბი მაქვს - ჭარ­ბობს იმე­რუ­ლი, ძი­რი­თა­დად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყუ­რძე­ნი.

აღ­მო­ჩე­ნა იყო, მა­გა­ლი­თად, გუ­რუ­ლი ყუ­რძე­ნი თეთ­რი კა­მუ­რი, რო­მელ­მაც კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მას ღია მარ­ნე­ბის გა­და­სა­ფა­რა­ვად, და­საჩ­რდი­ლა­ვა­დაც იყე­ნებ­დნენ და მარ­ნის თავ­ზე მის­გან ტა­ლა­ვე­რი ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი. მარ­თლაც და­სა­ფა­სე­ბე­ლი ჯი­შია. ჩემ­თან ხში­რად ჩა­მო­დი­ან ღვი­ნის სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბი, მკვლევ­რე­ბი და ხში­რად ერ­თა­დაც ვა­კე­თებთ დას­კვნებს.

 

- ცოტა ხის წინ აფხა­ზუ­რი ჯი­შე­ბიც და­გირ­გავთ.

- დიახ და რო­დე­საც ესე­ნი გა­ი­ხა­რებს, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს, ვი­საც ნაკ­ვე­თე­ბი აქვთ, გა­სამ­რავ­ლებ­ლად და­ვუ­რი­გებ, რომ გა­ა­ხა­რონ... მინ­და, როცა აფხა­ზეთ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით, აქ და­წუ­რუ­ლი ღვი­ნით - ცოტა ხის წინ აფხა­ზუ­რი ჯი­შე­ბიც და­გირ­გავთ.

- დიახ და რო­დე­საც ესე­ნი გა­ი­ხა­რებს, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს, ვი­საც ნაკ­ვე­თე­ბი აქვთ, გა­სამ­რავ­ლებ­ლად და­ვუ­რი­გებ, რომ გა­ა­ხა­რონ... მინ­და, როცა აფხა­ზეთ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით, აქ და­წუ­რუ­ლი ღვი­ნით ჩა­ვი­დეთ. თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემს სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ში ყუ­რძნის ნერ­გებს იმ ადა­მი­ა­ნებს ვარ­გვე­ვი­ნებ, რო­მელ­თაც სიმ­ბო­ლუ­რად შე­სა­ბა­მის კუ­თხეს­თან ვა­ი­გი­ვებ. მა­გა­ლი­თად, ავა­სირხვა ჩემს მე­გო­ბარ დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ას და­ვარ­გვე­ვი­ნე.ჩა­ვი­დეთ. თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემს სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ში ყუ­რძნის ნერ­გებს იმ ადა­მი­ა­ნებს ვარ­გვე­ვი­ნებ, რო­მელ­თაც სიმ­ბო­ლუ­რად შე­სა­ბა­მის კუ­თხეს­თან ვა­ი­გი­ვებ. მა­გა­ლი­თად, ავა­სირხვა ჩემს მე­გო­ბარ დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ას და­ვარ­გვე­ვი­ნე.

 

 

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე ბრძან­დე­ბით და თავს მე­მარ­ნეს უწო­დებთ?

- მე­მარ­ნე ვარ. მე­მარ­ნე­ე­ბის უბა­ნი ჰქვია ად­გილს, სა­დაც ვცხოვ­რობ და წი­ნაპ­რე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მე­მარ­ნე­ებს გვე­ძა­ხი­ან. დღეს­დღე­ო­ბით მაქვს ორი ტი­პის, ღია და და­ხუ­რუ­ლი მა­რა­ნი. ღია მარ­ნე­ბი აქ ჩვე­ნი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო არ­სე­ბობს, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი ღვი­ნოს ღია მა­რან­ში ვერ შე­ი­ნა­ხავ. და­ხუ­რუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. როცა ბიზ­ნესს იწყებ და ბევრ ღვი­ნოს ას­ხამ, და­ხუ­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს მა­რა­ნი თერ­ჯო­ლა­შია, ღია მა­რა­ნი - სა­ზა­ნო­ში, ვე­ნა­ხე­ბი კი - სა­ზა­ნო­სა და ალი­სუ­ბან­ში.

ღვი­ნოს რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი ოცხა­ნუ­რი სა­ფე­რე მაქვს. ღვი­ნო "ნა­ნუა" უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას უკვე გა­უ­სინ­ჯეს გემო ლონ­დონ­ში, ია­პო­ნი­ა­ში...

 

 

წყარო: ambebi.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ