დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შედეგი შენ თვალწინ იყო და ერთი ნერვი არ გაგტოკებია, ალბათ გაბრუებული ვერ ამჩნევდი, არა პლანით, უფრო ძლიერი ნარკოტიკით-ხელისუფლებით გაბრუებული - ნიკა კვანჭახაძე 07.03.2021 00:56

ნიკა კვანჭახაძის პოსტი:

 

გირჩმა ჯაფარამ სტატუსი გამოაცხო, 2010-ში რომ ასე იქცეოდნენ, ეხლა წარმოიდგინეთ რეებს შვრებიანო. ბერას ნათქვამზე რომ ასე აკეთებდნენ, წარმოიდგინეთ ბიძინას ნათქვამზე რას იზამენო და ა. შ. წარმოდგენებზე და ფანტაზიებზე აგებული ლოგიკა. არ ვიცი რა ჩანაწერი გაავრცელეს, არ ვუყურებ ამათ ჩუკენობას, მაგრამ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან მივხვდი, შეურაცხყოფის გამო ვიღაცეებს ადგებოდნენ და აშინებდნენო. ჩემო ჯაფარ, როცა შენ ნაცების ნაძვის ხეზე ერთი პატარა გურჩი იყავი და ყველანაირად აპრავებდი პარტიელების ქმედებებს, მაშინ წარმოდგენა და ეფემერული შედეგები კი არა, პირდაპირ ვხედავდით როგორ მიიყვანეს ცემით სიკვდილის პირას პარლამენტის დეპუტატი პრეზიდენტის ცოლის აუგად მოხსენიებისთვის. შსს მინისტრის ცოლის დაძახილზე როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს ახალგაზრდა ბიჭი. პატრულის შემთხვევით გავარდნილი ტყვიით მოკლულ ბიჭს როგორ ტენიდნენ კრიმინალობას, კვალის დაფარვის მიზნით. სუს-ის შეფის ცოლთან გაგზავნილი სმს-ის გამო როგორ მოკლეს სამი ახალგაზრდა და კიდევ უამრავი ხილული (და არა წარმოსახვითი) შედეგი შენ თვალწინ იყო და ერთი ნერვი არ გაგტოკებია. ალბათ გაბრუებული ვერ ამჩნევდი. არა, პლანით არა, უფრო ძლიერი ნარკოტიკით-ხელისუფლებით გაბრუებული. ღმერთმა ნუ ქნას შენისთანა ქვემძრომი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ეგრევე ჩამოგეფარება ისევ ლიბრი თვალებზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ