დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბერა, მეგობარო, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ ამას გამარჯვებას უწოდებენ! - ლუკა კურტანიძე 07.03.2021 22:28

ბერა, მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა, სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო, შენ ხარ სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება, – ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ „ფეისბუქ“ პოსტში წერს. მისი თქმით, ბერა ივანიშვილი თავმდაბლობის მაგალითია.

 

„ბერა, მეგობარო, ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები… ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ! ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, წარსულში, შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ერის კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის სიკეთე აურაცხელია, სამშობლოს წინაშე ლანძღავენ…. პატრიარქს ტალახს ესვრიან, შეურაცყოფას აყენებენ და საერთოდ ყველას, ვისაც რამე უკეთებია ამ ქვეყანაზე, არავის არ ინდობენ! რადგან იმაზე მეტს ეს მახინჯი სულის ადამიანები ვერასოდეს ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან, ამიტომ შურით და ბოღმით დამძიმებულები ასეთი ტიპის ქმედებებს სჩადიან! რატომ?! იმიტომ, რომ ასე მათვის ადვილია, რადგან სინდისი, ნამუსი და სხვა ღირებულება მათ არ გააჩნიათ! ასე გასდით და ასე მოქმედებენ ….! მეამაყები, როგორც ადამიანი და მინდა, სიმშვიდე და სიმხნევე გისურვო! დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე, სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში! დიახ, მეამაყები, ბერა, მეგობარო! როგორც დიდი გულის და სულის ადამიანი! როგორც სამაგალითო ახალგაზრდა, ხელოვანი, ტიტანური შრომის მოყვარე და ყველაზე მთავარი, თავმდაბლობის მაგალითი! ასეთად გაგიცანი და გიცნობ, მეგობარო!“, – წერს ლუკა კურტანიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ