დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილი და რას ითხოვთ?! გაიგეთ, თუ თავიდან დავიწყო?! - ბონდო მძინარაშვილი 08.03.2021 20:52

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:

ყველა მოლაპარაკებაში, შარშანაც და წლეულსაც, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობდა. ბოლოს ირაკლი კობახიძე შეუერთდა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ამით ახსნეს მაშინ მოლაპარაკებების პროცესში კობახიძის ჩართვა. მხოლოდ ერთხელ, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და, თუ გახსოვთ, მაშინაც გამიკვირდა, რატომ არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას თალაკვაძე და კობახიძე. ჰოდა, ოპოზიციონერები ახლა რომ მოითხოვენ, ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესშიო, ვინ თქვა, რომ ჩაერთვებოდა?! აბა, გამახსენეთ, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების წინ ან 31 ოქტომბრის შემდგომ, რომელ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია? არ მონაწილეობს ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პირობების განხილვაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რას ითხოვთ?!
კიდევ ერთხელ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ იმიტომ ესწრებოდა, რომ ბრიუსელში 16 მარტს დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე სწორედ ის უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
გაიგეთ, თუ თავიდან დავიწყო?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ