27.03.2021 17:25
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტას აქვეყნებს და წერს:
„გუშინ თეა წულუკიანი მეტაკა, დღეს მიხეილ სააკაშვილი. იმ პონტში ვარ, ის საყვარელი კაცი რომ მოთქვამს, არც აქანა მიმიღებენ და არც იქანაო“, წერს ინგა გრიგოლია და მიხეილ სააკაშვილის პოსტს აქვეყნებს:
როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს, ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი:
გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო... სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს - ლოგიკა არსებობს?! თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ - საქართველო არის ჩემი სამშობლო!