21:48 08.04.2021
ტოვებს თუ არა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩაკვიარნია ბლოკს "სტრატეგია აღმაშენებელი"

 

ტოვებს თუ არა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩაკვიარნია ბლოკს "სტრატეგია აღმაშენებელს" - თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებს გიორგი ვაშაძესთან ერთად მიიღებს. „მე გიორგი ვაშაძისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ემთხვევა ჩვენი აზრი ერთმანეთს. გიორგი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ჩემთვისაც არ არის თვითმიზანი შესვლა-არშესვლა. აქ საუბარია, როგორ მოვახერხებთ რეფორმებს. გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და გიორგი, ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა,"- განაცხადა "დღის კურიერში" თაკო ჩარკვიანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge