დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

თბილისი ბრძენია, მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა, ხალხი არ გამოვიდა! - თაკო ჩარკვიანი 09.04.2021 23:50

პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი უცნობის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება: 


" მთელი თბილისი გამოვალთ და ნახავთ რაოდენობას , ნახავთ რა რაოდენობა გამოდის აქციაზე"- ამბობდა " უცნობი"!!!! თბილისი ბრძენია -ხალხი ბრძენია - მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა, თბილისი - ხალხი არ გამოვიდა! ეს ფაქტია და ეს კარგია!
"ღმერთი სიყვარულიაო" თქვა გია გაჩეჩილაძემ! დიახ გია, ღმერთი სიყვარულია გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება, როგორც თავად განაცხადე "იპოდრომის აქცია დაშალეო სააკაშვილმა მითხრა და მე "სიხშირე "მოვთხოვეო". მოკლედ მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მუქარა-დაპირისპირება არ შედგა, არ შედგა , რადგან თბილისი მეტი აღარ დაუშვებს დაპირისპირებას, თბილისი თბილი და საოცარი ქალაქია, ბრძენი ხალხით, ბრავო თბილისი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ