დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

უკრაინაში კორონავირუსის 17,463 შემთხვევა გამოვლინდა 10.04.2021 11:20

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,463 შემთხვევა გამოვლინდა.

24 საათში ვირუსს 398 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,841,137 შემთხვევა დადასტურდა, 36,779 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,405,826 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ