დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთმა, რეჯეფ ერდოღანის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო, თურქეთზე "შური იძია": შეწყვიტა ყველანაირი რეგულარული ავიარეისები - სიმონ კილაძე 12.04.2021 21:24

რუსეთი შეზღუდავს რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს თურქეთთან 15 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით. ამის შესახებ 12 აპრილს, ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, იუწყება TASS-ი. სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნებს შორის რეგულარული ფრენები განისაზღვრება კვირაში ორი ავიარეისით: ერთი ფრენა მოსკოვიდან სტამბულში და სტამბოლიდან მოსკოვში. გარდა ამისა, ავიაკომპანიები გააგრძელებენ ფრენებს ომ მოქალაქეების ჩამოსაყვანად, რომლებიც ამჟამად თურქეთში ისვენებენ. ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ტუროპერატორებმა რეკომენდაცია მიიღეს შეჩერებულიყო ტურების გაყიდვა თურქეთში განსაზღვრული ვადით. მანამდე RBC–მ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ, შეეწყვიტა ფრენები თურქეთთან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, აპრილის დასაწყისში რამდენიმე სახელმწიფომ ცნო თურქეთი, როგორც ეპიდემიოლოგიურად საშიში ქვეყანა კორონავირუსის მაღალი შემთხვევის გამო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდა თითქმის 50 ათასი იყო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

 

ამ ფაქტზე კომენტარს აკეთებს ანალიტიკოსი სიმონ კილაძე: - როგორც ჩანს, რუსეთმა, რეჯეფ ერდოღანის ბოლოდროინდელი ხმამაღალი განცხადებების გამო ყირიმთან და საერთოდ, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თურქეთზე "შური იძია": შეწყვიტა ყველანაირი რეგულარული ავიარეისები 15 აპრილიდან პირველ ივნისამდე. ნათქვამია, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. ალბათ, რეჯეფ ერდოღანი ელოდებოდა კრემლის ამ გადაწყვეტილებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ