21:56 12.04.2021
ნამახვანში მცხოვრებმა 277 ოჯახმა კომპენსაციის სახით 30 მილიონი ლარი მიიღო
"ნამახვანჰესის" პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში ასეთი სტატისტიკა ვრცელდება:
გაცემული კომპენსაციები:
▶️278 ოჯახის მიწა არის მოქცეული პროექტის ზემოქმედების არეალში.
▶️277 ოჯახთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
აქედან დაახლოებით 40%-ს ჰქონდა მიწა ე.წ. ტრადიციულ მფლობელობაში-ანუ არ ჰქონდათ არანაირი საბუთი, თუმცა მოკვლევა ჩატარდა და მეზობლების და გამგებლების დასტურის საფუძველზე მათ ისევე დაუკომპენსირდა მიწები, როგორც იურიდიული საბუთის მქონე ოჯახებს.
▶️278 ოჯახიდან დაახლოებით 260 ოჯახმა მიიღო კომპენსაცია. დარჩენილი ოჯახები გადიან ფორმალურ პროცედურებს.
▶️ამ მომენტისთვის კომპენსაციების სახით გაცემულია 30 მილიონი ლარი.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge